ინტერნეტში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ფოტოები გამოჩნდა, სადაც იგი სპორტდარბაზშია და კრივში ვარჯიშობს. ამ ფოტოებს საფრანგეთში დამცინავი და კრიტიკული კომენტარები მოჰყვა.
ფრანგმა პოლიტიკოსმა, პარტია "პატრიოტების" ლიდერმა, ფლორიან ფილიპომ, ემანუეოლ მაკრონს სწორედ ამ ფოტოების გამო დასცინა. პოლიტიკოსის თქმით, მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ბრძოლისთვის ემზადება. ამის შესახებ ფილიპო სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"მაკრონს პუტინთან ბრძოლა სურს, ამიტომაც ემზადება", - ხაზგასმით აღნიშნა მან.
პრეზიდენტის პერსონალურმა ფოტოგრაფმა, სოაზიგ დე ლა მოისონიერმა ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
პარტია "პატრიოტების" ლიდერის თქმით, მაკრონის ასეთი მცდელობები სხვა არაფერია, თუ არა, უგემოვნო პროპაგანდა.
მანამდე ფილიპომ აღნიშნა, რომ რუსეთი მტრად იმიტომ აირჩიეს, რომ ეს არა მხოლოდ NATO-ს, არამედ ვაშინგტონსაც სჭირდება. პოლიტიკოსის თქმით, ალიანსი იმიტომ არსებობს, რომ თეთრი სახლი პოულობს, ან იგონებს საფრთხეს.
"ამერიკის ხელისუფლებისთვის ეს უფრო მოსახერხებელი გზაა სამხედრო ხარჯების გასამართლებლად, სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევისა და არაპოპულარული გადაწყვეტილებების მისაღებად", - მიიჩნევს პარტიის ლიდერი.