ასეთი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, იქ სიტუაცია რუსეთის ჯარების სრული კონტროლის ქვეშაა.
„გუშინ ვიყავი კურსკის ოლქში - იქ სიტუაცია მთლიანად ჩვენს კონტროლს ექვემდებარება, ჯგუფი, რომელიც შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე, მთლიანად იზოლირებულია, უკრაინის კონტროლი მათ მართვაზე დაკარგულია“, - თქვა მან.
მისი თქმით, რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობდნენ მცირე ჯგუფებად გასვლას კურსკის ოლქიდან, ახლა ეს შეუძლებელია. იქიდან საბრძოლო ტექნიკის გაყვანა შეუძლებელია.
„თუ უახლოეს დღეებში მოხდება ფიზიკური ბლოკადა, მაშინ საერთოდ ვერავინ დატოვებს. იქნება მხოლოდ ორი ვარიანტი: დანებება ან სიკვდილი“, - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.
ცეცხლის ხანმოკლე პერიოდი შეწყვეტის შესახებ აშშ-ის გეგმასთან დაკავშირებით მან თანხმობა განაცხადა გარკვეული პირობებით.
„ჩვენ ვეთანხმებით წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ ცეცხლის შეწყვეტა გამოიწვევს გრძელვადიან მშვიდობას“, - თქვა მან და დასძინა:
რუსეთი წინ მიიწევს ფრონტის მთელ ხაზზე. კონფლიქტის მოგვარების შემდეგი ნაბიჯები უნდა ითვალისწინებდეს ფრონტზე სიტუაციის განვითარებას, რომელიც „სწრაფად იცვლება“.