ასეთი განცხადება რუსეთს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ჯარების კურსკის დაჯგუფების ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტში ჩატარებული თათბირის დროს გააკეთა.
ჩვენი ამოცანაა საბოლოოდ დავამარცხოთ კურსკის ოლქში შემორჩენილი მტერი და მთლიანად გავათავისუფლოთ ტერიტორია, - განაცხადა სამხედრო მეთაურებთან თათბირის დროს რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია კურსკის ოლქის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ვითარების აღდგენა, შემდეგ კი „განსაკუთრებით დაფიქრება" უკრაინის საზღვართან უსაფრთხოების ზონის შექმნაზე.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა უპატაკა პუტინს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის რეგიონში გარშემორტყმული და იზოლირებულია. ამ დროისთვის მიიღება ზომები მათ სისტემატურ განადგურებაზე.
რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს დაევალათ სახელმწიფო საზღვართან რაც შეიძლება სწრაფად მისვლა.
გენერალური შტაბის უფროსმა ასევე განაცხადა, რომ რუსულმა არმიამ მოახერხა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებული კურსკის რეგიონის ტერიტორიის 86 პროცენტის - დაახლოებით 1100 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება. აქედან, ბოლო ხუთ დღეში 259 კვადრატული კილომეტრი გათავისუფლდა.
გერასიმოვის თქმით, რეგიონში ტყვედ აიყვანეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 400-ზე მეტი ჯარისკაცი.
პუტინის განცხადებით, რუსეთი ყველა ტყვეს ჰუმანურად ექცევა, მაგრამ უცხოელ დაქირავებულებზე, რომლებიც იბრძვიან უკრაინის ჯარების მხარეზე, ჟენევის კონვენცია არ ვრცელდება, ხოლო კურსკის რეგიონში ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელი სამხედროებს ისე უნდა მოექცნენ, როგორც ტერორისტებს.
Russian dictator Putin arrived in the Kursk region in military uniform for the first time since it was taken by the Ukrainian army. pic.twitter.com/3glRkpuHRg
— KyivPost (@KyivPost) March 12, 2025