რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, ადამიანებს, რომლებმაც კურსკში სახლები დატოვეს, დახმარება 10 ათასიდან 15 ათას რუბლამდე (450 ლარი) გაეზრდებათ. ამის შესახებ მან მთავრობის საგანგებო თათბირზე განაცხადა.
მანამდე, 8 აგვისტოს პუტინი მათ 10 000 რუბლს (312 ლარს) დაჰპირდა. ამასთან, პუტინმა დაზარალებულ მოსახლეობას "სიმამაცისკენ" და სიტუაციის "გაგებით მოკიდებისკენ" მოუწოდა - "ხელმძღვანელ პირებს დღეს ძალზე რთული და არაორდინარული ამოცანების გადაწყვეტა უწევთო".