პრინცესა დიანასა და დოდი ალ-ფაიედის ბრინჯაოს ქანდაკებას ლონდონში, Harrods-ის ელიტარული უნივერმაღს მოაშორებენ. აღნიშნულის შესახებ მაღაზიის დირექტორმა მაიკლ უორდმა განაცხადა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქანდაკებას ლონდონის დასავლეთ ნაწილში, ალ-ფაიედის მამას და უნივერმაღის ყოფილ მფლობელს მოჰამედს დაუბრუნებენ, რომელმაც მემორიალი თავად შექმნა.
"ვგრძნობთ, რომ დროა ეს რელიქვია დაუბრუნდეს მოჰამედ ალ-ფაიედს, რათა ადამიანებმა დიანასა და დოდის პატივი მიაგონ", - აცხადებს უორდი.
ქანდაკებას „უდანაშაულო მსხვერპლები“ ჰქვია. იგი შეყვარებულების ქანდაკებაა, რომლებსაც ხელები ჩაკიდებული აქვთ. იგი 2005 წელს დაიდგა. 2010 წელს კი მოჰამედ ალ-ფაიედმა მაღაზია ყატარის სამეფო ოჯახს 1,5 მილიარდ ფუნტად მიყიდა.
პრინცესა დიანა და მისი ახლო მეგობარი დოდი ალ-ფაიედი ავტოკატასტროფაში პარიზში, 1997 წელს დაიღუპნენ.