პოლონეთში დააკავეს უკრაინელი მყვინთავი, რომელიც გერმანიის ხელისუფლების მიერ მილსადენ „ჩრდილოეთ ნაკადის“ აფეთქებაში სავარაუდო მონაწილეობის გამო იძებნებოდა.

ეჭვმიტანილის, ვოლოდიმირ ზ.-ს დაკავებას ადასტურებს პოლონეთის პროკურატურა და დაკავებულის ადვოკატი. ის ვარშავის მახლობლად დააკავეს. ადვოკატი აცხადებს, რომ თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გერმანიაში ექსტრადირების წინააღმდეგ იბრძოლებს. ადვოკატის განმარტებით, მისი კლიენტი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

აგვისტოში იტალიის პოლიციამ დააკავა უკრაინელი მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენების აფეთქებაში. იტალიის სასამართლომ უკრაინელის გერმანიაში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო. ახლა ეს გადაწყვეტილება ზედა ინსტანციაშია გასაჩივრებული.

მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ თავდასხმა 2022 წლის სექტემბერში განხორციელდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას მილსადენების აფეთქებასთან საერთო არაფერი აქვს.

თარგმანი: პირველი არხი