ამის შესახებ ინფორმაციას dziennik-ი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდება ჩეხეთის რესპუბლიკაში მძვინვარე A ჰეპატიტის ეპიდემიას უკავშირდება.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტის ცნობით, პოლონეთის საელჩო პრაღაში აღნიშნავს ჩეხეთის რესპუბლიკაში A ჰეპატიტის შემთხვევების რაოდენობის ზრდას. შემთხვევების ყველაზე მაღალი რაოდენობა პრაღაში, ასევე ცენტრალური ბოჰემიისა და მორავია-სილეზიის რეგიონებში დაფიქსირდა. დღეისათვის დაფიქსირებული დაახლოებით 2500 შემთხვევიდან 30-მდე შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდა, - წერს dziennik-ი.

ჩეხეთში  A ჰეპატიტის შემთხვევების მკვეთრი  ზრდის შესახებ წინა დღეებში გერმანული პრესა წერდა. ჩეხური idnes-ის ცნობით, იუწყებოდა რა „ჩეხეთის რესპუბლიკაში A ჰეპატიტის შემთხვევების მკვეთრი ზრდის შესახებ“, საზოგადოებრივი ტელევიზია MDR აღნიშნავდა, რომ საქსონიაში, ჩეხეთის საზღვართან განთავსდა პლაკატები, რომლებიც მოსახლეობას ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდებენ.