ვარშავის იულიუშ მიეროშევსკის ცენტრის დაკვეთით უჯრაინული სააგენტო Info Sapiens-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ. აჩვენა, რომ 2 წლის განმავლობაში პოლონეთის და პოლონელებისადმი სიმპათის დონე უკრაინელებში 83%დან 41%-მდე შემცირდა. 

მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით ჩატარებული კვლევის დროს პოლონელების შესახებ მათი აზრის შესახებ კითხვაზე გამოკითხულ უკრაინელთა 4 პროცენტმა უპასუხა „ძალიან კარგი“, 37 პროცენტმა კი „კარგი“. ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდა გამოკითხულთა 53 პროცენტს. გამოკითხულთა 4 პროცენტმა პოლონელებისადმი მისი დამოკიდებულება შეაფასაა როგორც „ცუდი", ხოლო 1 პროცენტმა როგორც ძალიან „ცუდი". გამოკითხულთა 1 პროცენტმა შეფასება არ გააკეთა.

2022 წლის გამოკითხვის დროს პოლონელებისადმი უკრაინელთა 46 პროცენტის დამოკიდებულება იყო „ძალიან კარგი", 37 პროცენტის კი „კარგი". გამოკითხულთა 15 პროცენტი აღნიშნავდა, რომ „ნეიტრალური" დამოკიდებულება ჰქონდა, 2 პროცენტი კი არ აკეთებდა შეფასებას.

ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენი მეზობლისთვის გაწეული დახმარების მასშტაბებზე. უკრაინის საზღვარზე პოლონელი ფერმერების პროტესტი და ომის თანმხლები ემოციები დიდ გავლენას ახდენს განწყობაზე და რუსეთი სარგებლობს ისტორიული შიშებით. ეს არის დასკვნები მიეროშევსკის ცენტრის მოხსენებიდან, „პოლონეთი და პოლონელები უკრაინელების თვალით 2024", - წერს Rzeczpospolita.