ასეთი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, დანიის საზოგადოებრივ ტელე-რადიო მაუწყებელთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
დანიის საზოგადოებრივმა ტელე-რადიო მაუწყებელმა თავის გადაცემაში, „ომის დღე“, მაყურებელს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისის უფროს მრჩეველთან მიხაილო პოდოლიაკთან ინტერვიუ შესთავაზა.
უკრაინის არმია მრავალი მხრიდანაა ზეწოლის ქვეშ: აღჭურვილობის ნაკლებობა და რუსული თავდასხმები. გარდა ამისა, მის რიგები სულ უფრო მეტად თხელდება დეზერტირობის შემთხვევების გამო.
2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პროკურატურამ საერთო ჯამში 310 000 საქმე აღძრა იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც გაიქცნენ ჯარიდან ან თავი აარიდეს სამხედრო სამსახურს.
და სიტუაცია ბოლო დროს კიდევ უფრო მეტად გაუარესდა.
საქმეების თითქმის ნახევარი წელს გაიხსნა, ხოლო ოქტომბერში წლის განმავლობაში დეზერტირობის შემთხვევების ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
უკრაინული საინფორმაციო სააგენტო NV ციტირებს ყოფილ პარლამენტის წევრ იჰორ ლუცენკოს, რომელიც უკრაინის დრონების ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს. ლუცენკოს თქმით, რომ ოქტომბერში უკრაინის არმიას ჯარისკაცების დეზერტირობის 21 602 შემთხვევა იყო.
„ეს ძალიან ცუდი მაჩვენებლებია“, - ამბობს ის ამ მაჩვენებლის შესახებ.
„ყოველ ორ წუთში ვიღაც გარბის არმიიდან. ეს არმიის უდიდესი პრობლემაა და შესაბამისად, უკრაინის უდიდესი პრობლემაც“.
ის დასძენს, რომ ჯარისკაცების დეზერტირების მრავალი დაურეგისტრირებელი შემთხვევა არსებობს, ამიტომ რეალური რიცხვი შეიძლება კიდევ უფრო მაღალი იყოს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი არ ცდილობს პრობლემის მასშტაბის დაკნინებას.
მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ინტერვიუში ამბობს, რომ ოთხი წლის ომი ძირს უთხრის მორალურ სულისკვეთებას და ცდილობს ახსნას მოყვანილი რიცხვები.
მისი თქმით, „არავის არ ეგონა, ომი ამდენ ხანს თუ გაგრძელდებოდა და ასეთი სულისკვეთებით. რომ რუსები მასში უსასრულო რაოდენობით ხალხს ჩართავდნენ“.
პოდოლიაკი ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, დეზერტირობის შემთხვევები საერთოდ არ იყოს, მაგრამ ასე არ ხდება და დასძენს:
„ფსიქოლოგიურად ეს ძალიან ძნელია. საბრძოლო სულისკვეთება სამუდამოდ ვერ შენარჩუნდება“.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვაქვს 1300 კილომეტრიანი ფრონტის ხაზი და კარგი იქნებოდა, თუ ევროპა კიდევ უფრო მეტს გააკეთებდა.
„ჩვენ ვსაუბრობთ არმიაში ინვესტიციების გაზრდაზე, რათა ფრონტზე მეტი მარაგი და დრონები იყოს“, - ამბობს მიხაილო პოდოლიაკი.
დეზერტირების ზრდა ხდება ფრონტზე პერსონალის მწვავე დეფიციტის ფონზე. ვარშავის აღმოსავლური კვლევების ცენტრის მიერ ამ წლის დასაწყისში ჩატარებული ანალიზის თანახმად, უკრაინის არმიას 300 000 ჯარისკაცი აკლია.
ცნობისთვის, თანახმად Frontelligence-ის მიერ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნებული კვლევისა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შიდა დოკუმენტებს და ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციას ეყრდნობა, 2025 წელს რუსეთის არმიაში დეზერტირობის შემთხვევების რაოდენობა 2024 წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება და ამჟამად არსებული ტენდენციის წლის ბოლომდე შენარჩუნების შემთხვევაში 70 ათას მიაღწევს, რაც უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ცოცხალი ძალის (პუტინის თქმით, მათი რაოდენობა 700 ათასია) 10%-ია.




