ამერიკელი სუზანა მუშატ ჯონსი, რომელიც პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ადამანი იყო, 116 წლის ასაკში გარდაიცვალა, - აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.

ჯონსი ნიუ-იორკში გარდაიცვალა. იგი პენსიაზე 1965 წელს გავიდა.

როგორც ჯონსი აცხადებდა, მისი ხანდაზმულობის საიდუმლო ის იყო, რომ ბევრი ეძინა და არსდროს ეწეოდა და არასდროს იღებდა ალკოჰოლს.

მისი გარდაცვალების შემდეგ, პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 116 წლის იტალიელი ემა მორანო-მარტინუცი გახდა.