უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ უნგრელებმა უკვე გადაიხადეს უკიდურესად მაღალი ფასი უკრაინაში ომის გამო.

სიარტოს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ზელენსკიმ ჟურნალისტებს გასულ კვირას განუცხადა, რომ უნგრეთის ქცევა ომის მიმდინარეობისას შეუსაბამო იყო.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უნგრელები მუდმივ დახმარებას უწევენ უკრაინას და ზრუნავენ მილიონზე მეტ ლტოლვილზე უკრაინიდან.