ასეთი განცხადება შეერთებული შტატების ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა დღეს პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პიტ ჰეგსეთის თქმით, ირანის სამხედრო პოტენციალი პრაქტიკულად განადგურებულია. ამასთან მან თქვა, რომ დღეს მოხდება დარტყმა, რომელიც მიმდინარე ომში ყველაზე მასშტაბური დარტყმა, ხოლო დარტყმების ახალი ტალღა „დღემდე ყველაზე მასშტაბური დარტყმის ოპერაცია“ იქნება

აშშ-მა დააზიანა ან ჩაძირა მინიმუმ 120 ირანული საზღვაო ხომალდი, რის გამოც მათი წყალზედა ფლოტი „აღარ წარმოადგენს საფრთხეს“, მათი წყალქვეშა ნავები კი „გაქრა“. კონფლიქტის დაწყებიდან ირანის ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით თავდასხმები აშშ-ის ძალების წინააღმდეგ 90%-ით შემცირდა, - განაცხადა ჰეგსეთმა და დასძინა.

„მთელ მსოფლიოს, ახლო აღმოსავლეთს, ჩვენს უმადურ მოკავშირეებს ევროპაში და ჩვენი პრესის ზოგიერთ წარმომადგენელსაც კი მხოლოდ ერთი რამ - მადლობა - აქვთ სათქმელი პრეზიდენტ ტრამპისთვის“.

ჰეგსეთმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანის ტერიტორიაზე და მის სამხედრო ინფრასტრუქტურაში 7000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა. 

„ჩვენ გადაწყვეტილად და ჩვენი პირობებით ვიმარჯვებთ. ირანი - უზარმაზარი ქვეყანაა და როგორც „ჰამასი“ თავის გვირაბებში, ისინი ნებისმიერ დახმარებას, გამოყოფილს ეკონომიკური განვითარებისა თუ  ჰუმანიტარული დახმარებისკენ, გვირაბებისა  და რაკეტებისთის იყენებენ.  ათწლეულების განმავლობაში ირანი სახელმწიფო რესურსებს არა თავისი ხალხის საჭიროებებზე, არამედ რაკეტებზე, დრონებზე, მარიონეტებსა და მიწისქვეშა ობიექტებზე მიმართავდა. მაგრამ ჩვენ მათ ვანადგურებთ - მეთოდურად, დაუნდობლად და გადამწყვეტად - ისე, როგორც მსოფლიოში ვერცერთი სხვა არმია ვერ შეძლებს. და შედეგები თავისთავად მეტყველებს. ჩვენი შესაძლებლობები აგრძელებს ზრდას, ხოლო ირანის შესაძლებლობები აგრძელებს გაუარესებას“, - განაცხადა ჰეგსეთმა.

მან დაადასტურა, რომ პენტაგონი კონგრესს ირანში ომის წარმოებისთვის დამატებით თანხებს სთხოვს, თუმცა, მისი თქმით, 200 მილიარდი დოლარი სავარაუდო თანხაა და  „შეიძლება შეიცვალოს“.

„რაც შეეხება 200 მილიარდ დოლარს, ვფიქრობ, ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს“, რადგან  „ცხადია, ბოროტმოქმედების მოსაკლავად ფულია საჭირო, ამიტომ ჩვენ ვუბრუნდებით კონგრესს და ჩვენს ხალხს, რათა უზრუნველვყოთ, რომ სათანადოდ დაფინანსდება ის, რაც გაკეთდა, რაც შეიძლება მომავალში გავაკეთოთ, უზრუნველვყოთ ჩვენი საბრძოლო მასალის შევსება და არა მხოლოდ შევსება, არამედ უფრო მეტი“. - განაცხადა ჰეგსეთმა

„აქსიოსი“ ვარაუდობს, რომ ამ მასშტაბის მოთხოვნას, სავარაუდოდ, ბევრი დემოკრატი და ზოგიერთი რესპუბლიკელი მკაცრად დაუპირისპირდება, ომის არაპოპულარობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს პენტაგონის არსებული 1 ტრილიონი დოლარის ბიუჯეტის დამატება იქნება.

200 მილიარდი დოლარი ნებისმიერ ქვეყნის, გარდა აშშ-ის და ჩინეთის, თავდაცვით ყოველწლიურ ხარჯებს აღემატება და მსოფლიოს ზოგიერთი უდიდესი სამხედრო ძალის ხარჯებსაც კი ბევრად აღემატება, - წერს „აქსიოსი“.