ამის შესახებ გერმანიის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
გერმანიის მედია ბრიუსელის ანალიტიკურ ცენტრ Bruegel-ის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პირველად თითქმის ორი წლის განმავლობაში, ევროკავშირის ქვეყნებში კვარტალში რუსეთიდან უფრო მეტი ბუნებრივი აირი შევიდა, ვიდრე შეერთებული შტატებიდან.
ნორვეგია რჩება ევროკავშირის უმსხვილეს გაზის მიმწოდებელად, მეორე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებმა ნორვეგიისგან 23,9 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეიძინეს.
რუსეთმა, რომელიც 2022 წლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმამდე ევროკავშირის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიმწოდებელი იყო, მეორე კვარტალში 12,7 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეიტანა და მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველ კვარტალში შეტანილზე უფრო მცირე მოცულობაა, შეძლო გადაესწრო შეერთებული შტატებისთვის, რომლის მიერ მეორე კვარტალში შეტანილი ბუნებრივი აირის მოცულობაც კიდევ უფრო მეტად, 12,3 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდა.
ევროპელები უკრაინას მილიარდობით ევროთი ეხმარებიან და ამავდროულად, მილიარდობით ევროთი ავსებენ პუტინის სამხედრო ბიუჯეტს, - წერს გერმანიის მედია და იქვე აღნიშნავს, რომ გერმანიის ფედერალური სტატისტიკის სამსახურის თანახმად, გერმანია რუსეთიდან ბუნებრივ აირს აღარ იღებს.