პირველად ისტორიაში, რომის კოლიზეუმი მიწისქვეშა ტერიტორიას ხსნის

1624775319
რომში, საზოგადოებას პირველად შეეძლება მოინახულოს კოლიზეუმის მიწისქვეშა ტერიტორია, ე.წ ჰიპოგეუმი - ოთახი, სადაც გლადიატორები და ცხოველები არენაზე გასვლამდე ელოდებოდნენ. ახლა ტურისტებს საშუალება ექნებათ გაიარონ მიწისქვეშა დერეფნებში სპეციალურად აშენებული ხის პლატფორმის გასწვრივ, იუწყება CNN.
მთელი კოლიზეუმის რესტავრაცია 10 წელი გაგრძელდა; 2018 წელს დაიწყო ჰიპოგეუმის აღდგენა. 80-ზე მეტი არქეოლოგი, არქიტექტორი და ინჟინერი მუშაობდა იმისთვის, რომ ძეგლისთვის მაქსიმალურად აღედგინათ პირვანდელი სახე.
რესტავრაციის დროს საჭირო იყო საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ჭუჭყის, წყალმცენარეებისა და მიკროორგანიზმების გაწმენდა. ზოგიერთ შემთხვევაში, საჭირო იყო წინა რესტავრაციის კვალის წაშლა, რომელიც უკვე დაზიანებული იყო. ისინი შეიცვალა "უფრო ავთენტური მასალებით".
პირველი ეტაპი დაეთმო კოლიზეუმის ფასადის დასუფთავებას, ხოლო საბოლოო ნაწილი, რომელიც 2024 წელს დასრულდება, მოიცავს გალერეების და განათების სისტემების რესტავრაციას, ასევე ვიზიტორთა ახალი ცენტრის დამატებას.
შეგახსენებთ, რომ იტალია, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სამთვიანი კარანტინის შემდეგ, ხელახლა ხსნის მის ცნობილ კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს. კერძოდ, რომის კოლიზეუმი და ვატიკანის მუზეუმები ხელახლა იხსნება საზოგადოებისთვის.