ფრანგი მწერალი, „ანჟელიკას“ შესახებ რომანის ავტორი ან გოლონი ვერსალში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

ინფორმაციას მწერლის ქალიშვილი ნადინ გოლუბინოფი ადასტურებს. რომანების სერია „ანჟელიკა“, რომელიც ან გოლონმა მეუღლე, ფრანგ მხატვარ სერჟემ გოლონთან (ნამდვილი სახელი ვსევოლოდ გოლუბუინოვი) ერთად დაწერა, თითქმის 30 წლის წინ გამოქვეყნდა.

რომანის შესახებ 13 წიგნი გამოიცა - ყველა მათგანი ფრანგული კლასიკური ლიტერატურის ნაწილი გახდა. ის უკვე თარგმნილია 30-ზე მეტ ენაზე. რომანის საფუძველზე ფილმები გადაიღეს, ბოლო სათავგადასავლო მელოდრამა "ანჟელიკა, ანგელოზების მარკიზა 2013 წელს გამოჩნდა ეკრანზე.

მისი შემქმნელი იყო ფრანგი რეჟისორი არიელ ზეიტუნი. გარდა ამისა, რომანის საფუძველზე რამდენიმე ათეული სპექტაკლი, მიუზიკლი და ოპერაა დადგმული.