ამერიკელი მყვინთავების ჯგუფმა ფლორიდის სანაპიროსთან 300 წლის უკან ჩაძირულ ესპანურ გემზე 350 ოქროს მონეტა იპოვა. როგორც USA Today წერს, განძის ღირებულიბა 4,5 მილიონ დოლარს აჭარბებს.

მყვინთავებს ორი დღე დასჭირდათ იმისათვის, რომ მონეტები წყლის ზედაპირზე ამოეტანათ. თავდაპირველად მყვინთავებმა მხოლოდ 230 მონეტა აღმოაჩინეს, ძებნის გაგრძელებაში მათ ძლიერმა შტორმმა შეუშალა ხელი. თუმცა მოგვიანებით დარჩენილი 75 მონეტის მოძებნა და ზედაპირზე ამოტანაც შეძლეს.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მონეტებიდან ცხრა უიშვიათესია, ისინი სპეციალურად ესპანეთის მეფის, ფილიპ მე–5 საპატივცემულოდ მე–18 საუკუნის დასაწყისში ჩამოასხეს.

განძი ესპანური ესკადრის 11 ჩაძირული გალეონიდან ერთ-ერთზე აღმოაჩინეს. ხომალდები ჰავანიდან ესპანეთის მიმართულებით მიცურავდნენ, რა დროსაც ქარიშხალში მოჰყვენ და 1715 წლის 24 ივნის ჩაიძირნენ. კატასტროფის შედეგად, 1000–ზე მეტი მეზღვაური და მგზავრი დაიღუპა.

როგორც ისტორიკოსები აცხადებენ, იმ განძის ფასი რომელიც მაშინ ესპანურ ხომალდებს გადაჰქონდათ, 400 მილიონ დოლარს აჭარბებს. მიმდინარე წლის 28 ივნის, დაახლოებით იმავე ადგილზე ამერიკელმა ცოლ ქარმა 51 მონეტა და 12 მეტრის სიგრძის ოქროს ძეწკვი იპოვა.