ასეთი განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ურთიერთობების მინისტრმა პეტერ სიარტო ვენაში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრ შალენბერგთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის თქმით, უკრაინა უნგრეთის წინააღმდეგ მტრულ და მუქარის შემცველ ქმედებებს ახორციელებს და სანამ ასე გაგრძელდება, უნგრეთს არ ექნება სურვილი დაეხმაროს მას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„სანამ უკრაინელები არ ამოიღებენ ULP-ს (უნგრეთის უმსხვილესი კომერციული ბანკი, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების მომსახურე ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ორგანიზაცია - „აიპრესი") ომის საერთაშორისო მხარდამჭერთა სიიდან, უნგრეთი ვერ იქნება ჩართული ევროპის მშვიდობის ფონდის და სანქციების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში", - განაცხადა ვენაში მყოფმა უნგრეთის საგარეიო საქმეთა მინისტრმა.

კიევის დახმარების გამო უნგრეთის მიერ მიღებული და მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალის მიუხედავად, „უკრაინა სულ უფრო და უფრო მტრულად განწყობილი ხდება უნგრეთის მიმართ", - თქვა სიატრომ და კონკრეტულ მტრულ ქმედებად დაასახელა ის, რომ პირველი სექტემბრიდან ვერ შეძლებენ ფუნქციონერებას უნგრული სკოლები იმიერკარპატეთში და რომ ULP მოხვდა უკრაინულ სიაში, რომლის მიხედვითაც უნგრული ბანკი მხარს უჭერს რუსეთის ომს.

გარდა ამისა, მან ახსენა „ვაშინგტონ პოსტის" სტატია, რომელშიც დოკუმენტებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა აფეთქება მილსადენი „დრუჟბა", რომლითაც უნგრეთს ნავთობი მიეწოდება.  

ენერგომომარაგების უსაფრთხოება სუვერენიტეტის საკითხია და მილსადენზე დარტყმით უნგრეთის ენერგომომარაგების შეწყვეტა არის დარტყმაუნგრეთის სუვერენიტეტზე, - თქვა სიარტომ.

სიარტომ ასევე გააკრიტიკა ევროკომისიის მიერ მომზადებული სანქციების მე-11 პაკეტი, რომლის ძალითაც რვა ჩინური კომპანია დასანქცირდება.

მისი თქმით, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობაა საჭირო და არა მეტოქეობა. გარდა ამისა, სიატრო მიიჩნევს, რომ სანქციების შესახებ გადაწყვეტილება თავიდანვე არასწორი იყო, რადგან სანქციების შედეგად წაგებული ევროპაა.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს სიარტომ გაიმეორა, რომ ევროკავშირის  გადაწყვეტილებას, რომელიც წევრი ქვეყნებისგან მოითხოვს ახალ ფინანსურ და ეკონომიკურ მსხვერპლს მოითხოვს, უნგრეთი ვერ დათანხმდება მანამ, სანამ უკრაინა ULP-ს სიიდან არ ამოიღებს.