ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ უნგრეთის პრეზიდენტის პოსტზე სურს წარადგინოს პირი, რომელიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს და რომელსაც შესწევს ძალა მთელი უნგრეთის საზოგადოება გააერთიანოს

ამის შესახებ პეტერ მადიარმა მას შემდეგ განაცხადა, რაც მეცნიერების, კულტურის. და სპორტის ჩვიდმეტმა თვალსაჩინო მოღვაწემ უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი აახლა და პრეზიდენტობის კანდიდატად იუდიტ პოლგარი შესთავაზა.

პეტერ მადიარმა იუდიტ პოლგარის კანდიდატურა მოიწონა და განაცხადა, რომ იუდიტ პოლგარს ორშაბათს შეხვდებოდა მისგან თანხმობის მიღების მიზნით.

დღეს იუდიტის პოლგარის კანდიდატურა ერთსულოვნად მოიწონეს "ტისას" ფრაქციის წევრებმა. პარტია "ფიდესი" აცხადებს, რომ არც საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს და არც კენჭისყრაში არ მიიღებს მონაწილეობას.

პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა არ გასცა პასუხი კითხვაზე, რატომ არ გააქვს იუდიტ პოლგარის კანდიდატურა საყოველთაო განხილვაზე.

ამასთან ერთად, ამ დრომდე უცნობია, შეხვდნენ თუ არა ერთმანეთს პეტერ მადიარი და იუდიტ პოლგარი. ამ უკანასკნელმა დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა მსოფლიო ჭადრაკის დღის - 20 ივლისის - მილოცვით და ჭადრაკის თამაშის მოწოდებით და არაფერი უთქვამს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის და თანხმობის ან უარის შესახებ.