ასეთი განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ნიუგატის რკინიგზის სადგურიდან რაკოშპალოტა-უიპეშტის რკინიგზის სადგურის მიმართულებით გამგზავრების წინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ გააკეთა.
ოთხშაბათს, ბუდაპეშტში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარს, რომელიც ტრანსპორტის და ინვესტიციების მინისტრ დავიდ ვიტეზთან ერთად ნიუგატის რკინიგზის სადგურიდან მატარებლით რაკოსპალოტა-უიპეშტის სადგურისკენ უნდა გამგზავრებულიყო, წინიდან მოულოდნელად შეფეთებულმა უცნობმა მამაკაცმა "სადგურზე რა გინდა" და როგორც კი მას გასცდა, შემობრუნდა და შეაფურთხა.
პეტერ მადიარმა მას ჯანმრთელობა უსურვა, შემდეგ მზერა ვიდეოკამერას მიაპყრო და თქვა: "ჩვენ ვხედავთ "ფიდესის" სახეს". ინციდენტს გაგრძელება არ მოჰყოლია და დაცვა არ ჩარეულა და პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი ღონისძიებები არ გადაუდვია.
მოგვიანებით პეტერ მადიარმა მოუწოდა მათი გაგებისა და მხარდაჭერისკენ, ვინც ვერ ახერხებს შემორჩენილი დაძაბულობისგან განმუხტვას.
მოდით, ვანუგეშოთ ასეთი თანამემამულეები და შთავბეროთ მათ სული. ის, რომ სიძულვილი კვლავ რჩება მათ გულებში, მათი ბრალი კი არაა, არამედ "ფიდესის" წამქეზებლების და პროპაგანდისტების და ასევე იმ პროპაგანდის, რომელსაც იანოშ ლაზარი სახელმწიფოს ფულით აწარმოებდა.
პეტერ მადიარმა ინციდენტის ვიდეო თავის ფეისბუქგვერდზე გააზიარა და დაწერა:
„მე ვუგზავნი მესიჯს "ფიდესის" ლამას, რომ არ ვარ გაბრაზებული და არ ვწერ საჩივარს".
პეტერ მადიარის განცხადების მიუხედავად, უცნობი მამაკაცის წინააღმდეგ საქმე აღძრა. საჩივარი პოლიციაში ცნობილმა აქტივისტმა, "ფიდესის" ყოფილმა დეპუტატმა, მასწავლებელმა იშტვან ტენიმ შეიტანა. იგი მიიჩნევს, რომ უცნობმა მამაკაცმა საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია და ადამიანის ღირსება შელახა და მან პასუხი უნდა აგოს. იშტვან ტენიმ 2024 წელს აშშ-ის ელჩი უნგრეთის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და პოლიციას მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა მოსთხოვა. პოლიციაში იგი ასევე უჩიოდა არაერთ ცნობილ პირს, მათ შორის, პეტერ მადიარს და უნგრეთის პრეზიდენტს, კატალინ ნოვაკს.
გამოცემა "ბლიკის" ცნობით, ბუდაპეშტის პოლიციის სამმართველოში დაადასტურეს, რომ ტენის საჩივარი მიიღეს, განიხილეს და შემდგომი რეაგირებისთვის კომპეტენტურ ორგანოს - პროკურატურას - გადაუგზავნეს.




