რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ვლადიმირ პუტინი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს 5 დეკემბერს შეხვდება.
აქამდე, ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ თავის ოფიციალურ ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთში ვიზიტით მიემგზავრება. გამგზავრების მიზნად კი მოსკოვსა და კარაკსს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გამყარება და გაფართოება დაასახელა. ამასთან, ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემა იუწყებოდა, რომ ნიკოლას მადურო მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად მიემგზავრება. ოქტომბრის ბოლოს, მადურომ განაცხადა, რომ ვენესუელა რუსეთისგან ეკონომიკური დახმარების მიღებას ელის. პრეზიდენტის თქმით, მან საგანგებო შეხვედრები გამართა რუს ეკონომისტებთან და ფინანსურ სპეციალისტებთან.