კრემლის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთი კმაყოფილია ტრამპის ადმინისტრაციის წინადადებით, რომელიც უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას გამორიცხავს.
დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება "რუსეთის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს".
"ჩვენ ვაშინგტონიდან სხვადასხვა დონეზე მოვისმინეთ, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება გამორიცხულია. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაკმაყოფილებს და ჩვენს პოზიციას ემთხვევა", - თქვა პესკოვმა.
ცნობისთვის, The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ თეთრმა სახლმა უკრაინულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის წინადადებები გადასცა. გამოცემის ცნობით, წინადადებათა შორის არის ყირიმის ანექსიის აღიარება და უარი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე.
თარგმანი: რუსთავი2