კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის შესახებ შეთანხმების მკაფიო კონტურები არ არსებობს, თუმცა, არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება. ამის შესახებ პესკოვმა ბრიფინგზე ისაუბრა.
ამასთან, როგორც პესკოვმა აღნიშნა, კრემლი დადებითად აფასებს "კონსტრუქციულ და შინაარსობრივ" კონტაქტებს.
"ჯერჯერობით არ არსებობს კონკრეტული შეთანხმების მკაფიო კონტურები, თუმცა, არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ამ მიმართულებით წინ ვიაროთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენ მეტად პოზიტიურად ვაფასებთ იმ კონსტრუქციულ და შინაარსობრივ კონტაქტებს, რომლებიც შედგა". - თქვა პესკოვმა.