12 ოქტომბერს კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელი დმიტრი პესკოვი აშშ-ს მიერ უკრაინისთვის Tomahawk-ის სისტემის რაკეტების შესაძლო მიწოდებას გამოეხმაურა.

"Tomahawk-ების თემა შეშფოთებას იწვევს, ამის შესახებ უკვე ილაპარაკა ვლადიმირ პუტინმა". – თქვა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ Tomahawk-ები სერიოზული იარაღია, მაგრამ ფრონტზე ვითარებას ვერ შეცვლის.