სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა პოლიციასა და პერუს პრეზიდენტის, დინა ბოლუარტეს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა  შორის შეტაკებისას. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 38 ადამიანი.

დიანა ბოლუარტეს გადადგომის და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პედრო კასტილიოს გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტის მონაწილეები პერუს სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ჯულიაკას აეროპორტის შტურმით აღებას ცდილობდნენ.

დიან ბოლუარტე ვიცე-პრეზიდენტი იყო და უმაღლესი ხელისუფალი მას შემდეგ გახდა,  რაც 7 დეკემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა პედრო კასტილიომ კონგრესი დაითხოვა, კონგრესმა კი საპასუხოდ მისი იმპიჩმენტი გამოაცხადა. მექსიკის საელჩოში თავის შეფარების მცდელობის მომენტში კასტილიო დააპატიმრეს.

პოლიტიკური დაძაბულობის შემსუბუქების მცდელობის მიზნით კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნების 2026 წლის ნაცვლად 2024 წელს ჩატარებას დაუჭირა მხარი. ამჟამინდელი პრეზიდენტი  დიანა ბოლუარტე ხელისუფლებას 2024 წლის ივლისის არჩევნებში გამარჯვებულს გადასცემს.