პენტაგონის წარმომადგენელმა „ბიბისისთან“ საუბრისას დაადასტურა, რომ ახლო აღმოსავლეთში 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის საბრძოლო და დამხმარე ქვედანაყოფები გაიგზავნება.
82-ე დივიზია ჩრდილოეთ კაროლინაში დისლოცირებული ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სამხედრო დანაყფია, მისი რაზმები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში 18 საათში შეიძლება აღმოჩნდეს.
ჯარისკაცები სამიზნე ტერიტორიაზე პარაშუტებით ან ვერტმფრენებით სადესანტო ოპერაციების განსახორციელებლად არიან მომზადებულები.








