აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის პარტნიორობა განვითარებას განაგრძობს. შესაბამისი განცხადება პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ საბრინა სინგმა გააკეთა.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება კვლავ იზრდება.

კითხვაზე, თუ რა სახის იარაღს იღებს რუსეთი, სინგმა უპასუხა, რომ საუბარია სხვადასხვა ტიპის იარაღის მიწოდებაზე.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი მიმართავს პარტნიორებს, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, ირანი, რათა გააგრძელოს მხარდაჭერის მიღება უკრაინის წინააღმდეგ მისი ომისთვის“, - აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ.

მისი თქმით, აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება.