ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.
„ენბისი ნიუსი“ „სიტუაციაში ჩართულ წყაროებზე დაყრდნობით“, იუწყება, რომ დღეს შუადღისას, პენსილვანიის შტატის იორკის ოლქის დასახლება კოდორუსში პოლიციის ხუთი ოფიცერი დაჭრეს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რომ ოფიცრები დაკავების ორდერს აღასრულებდნენ, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს და დაჭრეს.
„წყაროების თანახმად, ჩრდილოეთ იორკის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი მძიმე, ხოლო კიდევ ერთი ოფიცერი კრიტიკულ მდგომარეობაშია“, - იუწყება „ენბისი ნიუსი“ და იქვე აღნიშნავს, რომ იორკის ოლქის შერიფის მოადგილეც დაშავდა, ხოლო ეჭვმიტანილმა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
გუბერნატორმა ჯოშ შაპირომ Channel X-ს განუცხადა, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია და იორკის ოლქში მიემგზავრება. მან მოსახლეობას ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მითითებების დაცვა ურჩია.