საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს კლიმატური ცვლილებების შესაკავებლად, ვალენსიის მსგავსი ბუნებრივი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება სანჩესმა ბაქოში, გაერო-ს კლიმატურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის გააკეთა.

„მხოლოდ გასულ წელს 300 ათასი ადამიანი დაიღუპა. კლიმატურმა ცვლილებებმა წვლილი შეიტანა ესპანეთში ჩვენი ისტორიის ყველაზე მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფის შედეგად ჩემი 220 თანამემამულის დაღუპვაში. პირველადი შეფასებებით, სტიქია ნაკლებად სავარაუდო და ნაკლებად ინტენსიური იქნებოდა კლიმატური ცვლილებების გავლენის გარეშე. ამგვარად, პლანეტა გვაძლევს მზარდ ხმამაღალ სიგნალებს და უახლოეს მომავალში თუ არ ვიმოქმედებთ, ჩვენს ქვეყნებს უფრო მეტი გვალვა, სიცხე, ძლიერი წვიმა, ხანძარი და დაავადება ელოდებათ“, – განაცხადა სანჩესმა.

თარგმანი: პირველი არხი