საქსონია-ანჰალტის მიწაზე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ყველაზე ძლიერი პარტია აღმოჩნდა და რეკორდული შედეგი აჩვენა. თუმცა, მან ვერ შეძლო აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია სარა ვაგენკნეხტის მემარცხენე პოპულისტურ პარტიაზე, რომელმაც  შეძლო ზღვრის გადალახვა და მანდატების მოპოვება.

გერმანიის დროით 03:15 საათისთვის არსებული მონაცემებით, პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საქსონია-ანჰალტის მიწაზე გამართულ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. წინასწარი საბოლოო შედეგების მიხედვით, მან ხმების 43.8% მიიღო. ეს წინა, 2021 წლის არჩევნების შედეგებზე ორჯერ მეტია და პარტიის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მასზე გაცილებით ნაკლები ხმები მიიღო და 17.2%-ით მეორე ადგილზე გასულმა. ეს პარტიის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია საქსონია-ანჰალტში.

მათ გარდა პარლამენტში კიდევ ოთხი პარტიაა წარმოდგენილი:  „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (SPD) ხმების 9.3% მიიღო. „მწვანეებმა“ - 8.9%, „მემარცხენეებმა“ - 8.6% და სარა ვაგენკეხტის პარტიამ (BSW) 5.3%.

პარტიას, „ალტერნატივა გერმანიისთვის“  პარლამენტში 39 ადგილი ექნება, „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ - 15,    სოციალ-დემოკრატიულმა პარტიას“ - 9, „მწვანეებს“ და „მემარცხენე პარტიას“ თითოეულს 8 ადგილი აქვთ. სარა ვაგენკეხტის პარტიას კი 5 ადგილი.

ამომრჩეველთა აქტივობამ 77.8% (2021: 60.3%) შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ხმის მიცემაში თითქმის 1.7 მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ