პარიზში, იმ სახლის კედლებზე, რომლებშიც ებრაელები ცხოვრობენ, მისასხურებელი ცისფერი საღებავით დახატული დავითის ვარსკვლავები გაჩნდა. პოლიციამ საფრანგეთში არალეგალურად მყოფი მოლდაველი ცოლ-ქმარი დააკავა.  

ფრანგული პრესა გუშინ იუწყებოდა, რომ საფრანგეთში არალეგალურად მყოფი მოლდაველი ცოლ-ქმარი - 33 წლის მამაკაცი და 29 წლის ქალი - აცხადებდნენ, რომ მათე ეს მესამე პირის ბრძანებით ჩაიდინეს, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მესამე პირი, რომელმაც ცოლ-ქმარს კედლებზე დავითის ვარსკვლავის დახატვა დაავალა არის „მამაკაცი რუსეთიდან". 


დღევანდელი ფრანგული პრესა აგრეთვე იუწყება, რომ ანტისემიტური წარწერები, ფაშისტური სვასტიკები და დავითის ვარსკვლავები ნახეს სტრასბურგის რამდენიმე სკოლის შენობის კედლებზე.