ამის შესახებ ინფორმაციას leparisien ავრცელებს

ნაგვის შემგროვებლების გაფიცვის პიკურ და უკიდურესი სოციალური დაძაბულობის პერიოდში, როდესაც პარიზის ქუჩები მოფენილია გახეული ნაგვის პარკებით, რაც ვირთხების შემოსევის უწყობს ხელს და პარიზელთა ჯანმრთელობის დაცვას უქმნის საფრთხეს, Paris Animals Zoopolis  მღრღნელებს იცავს, - წერს პორტალი leparisien.

გუშინ leparisien-ში გამოქვეყნებული სხვა სტატიის თანახმად, პრეფექტმა ლორან ნუნიესმა აცნობა ქალაქის მერ ანა იდალგოს თავისი განზრახვის შესახებ - აიძულოს ნაგვის შემგროვებლები შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა. 

საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საზოგადოებრივ საპროტესტო მოძრაობას უკვე თორმეტი დღეა, რაც დედაქალაქიდან ნაგვის შემგროვებლები შეუერთდნენ. შედეგად, პარიზის ქუჩებში 10 000 ტონაზე მეტი ნაგავი დაგროვდა. ზოგიერთმა ორგანიზაციამ ნაგვის გასატანად კერძო სტრუქტურებს მიმართა, თუმცა პრობლემის გადაჭრა ამ გზითაც რთულია, რადგან გაფიცულებს ბლოკირებული აქვთ ნაგვის გადასამუშავებელი ქარხნების მისადგომები. 


გაფიცულთა ნაწილი აცხადებს, რომ მათ არაფერი არ ავალდებულებს სასწრაფოდ შეუდგნენ მუშაობას, ნაწილი კი ამბობს, რომ არ სურს გარისკოს (დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მათ ექვს თვემდე პატიმრობა შეიძლება შეეფარდოთ).

პრეფექტის მიმართვას გარკვეული ეფექტი უკვე მოჰყვა და გუშინ პარიზის ზოგიერთ ქუჩაზე ნაგვის შემგროვებლები კვლავ გამოჩნდნენ.