ღაზის სექტორში გასული 24 საათის განმავლობაში, შიმშილისგან ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ჩვილი გარდაიცვალა. 

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთი დღით ადრე კი, ღაზაში ცხრა ადამიანი დაიღუპა.

საერთო ჯამში, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში შიმშილით 127 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან 85 ბავშვია.

გაერო-ს წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი საკვებს დღეობით ვერ იღებს. სულ მცირე 90 ათასი ქალი და ბავშვი შიმშილობს. მათ შორის, შიმშილისგან გონებას კარგავენ ექიმებიც, რომლებიც პაციენტების გადარჩენას ცდილობენ.

თარგმანი: პირველი არხი