პაკისტანი ავღანელ თავშესაფრის მაძიებლებს ქვეყანას დაატოვებინებს. ამის შესახებ BBC წერს.

პაკისტანის ტერიტორიაზე მცხოვრებ 1,7 მილიონი ავღანელ თავშესაფრის მაძიებელს ქვეყნის დასატოვებლად დრო ნოემბრამდე აქვს. პაკისტანმა ასობით ავღანელი ლტოლვილი უკვე მიიღო, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ავღანეთში ძალაუფლება „თალიბებმა“ დაიბრუნეს. კერძოდ, გაეროს მონაცემებით, 1,3 მილიონ ავღანელს ლტოლვილის სტატუსი აქვთ, კიდევ 880 ათას ადამიანს კი ქვეყანაში დარჩენის ლეგალური უფლება აქვს მინიჭებული.

პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი, სარფრაზ ბუგტი აცხადებს, რომ კიდევ 1,7 მილიონი ადამიანი ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება.