პაკისტანში,მაშველებმა 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერებულ საბაგიროს კაბინაში მყოფი რვავე ადამიანი გადაარჩინეს.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს რომლებიც სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.
„გასაოცარი გუნდური მუშაობა აჩვენეს სამხედროებმა, სამაშველო განყოფილებებმა, რაიონის ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ“, – წერს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტვიტერში.
პაკისტანში საბაგიროს დაზიანების შედეგად კაბინა 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა. კაბინაში მყოფ რვა ადამიანს შორის ექვსი ბავშვი იყო.
საბაგიროს გამოყენებით ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი კაბელი გაწყდა და კაბინა მაღალ სიმაღლეზე გაჩერდა.