პაბლო პიკასოს ერთ-ერთი შედევრი, 1932 წელს დახატული Femme a la Montre („ქალი საათით") 139,3 მილიონად გაიყიდა.
წუხელ, ნიუ-იორკში „სოტბის" აუქციონზე, 139,3 მილიონ დოლარად გაიყიდა ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს ნახატი „ქალი საათით".
მოდელი, მხატვარი და ქორეოგრაფი მარია-ტერეზა ვალტერი, ქალი, რომელიც პაბლო პიკასომ დახატა, მისი საყვარელი და მენატურე იყო. 45 წლის პიკასომ მარია 17 წლის ასაკში გაიცნო და ისე, რომ ცოლს, ოლგა ხოხლოვას არ გაშორებია, მასთან სასიყვარულო ურთიერთობა თითქმის ათი წელი ჰქონდა, შემდეგ კი მას ფინანსურად სიცოცხლის ბოლომდე ეხმარებოდა. მარიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 1981 წელს, პიკასოს გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ.
პაბლო პიკასოს ნახატებიდან უფრო ძვირად მხოლოდ „ალჟირელი ქალები" არის გაყიდული. 2015 წელს „კრისტის" აუქციონზე ეს ნახატი 179,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.