ვოლოდიმირ ზელენსკის კვალდაკვალ ვიქტორ ორბანს უკრაინელი პოლიტიკოსი, ყოფილი დეპუტატი და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, თადარიგის გენერალი გრიგორი ომელჩენკო დაემუქრა.
იუთუბის ტელეარხებზე - Прямий და Фабрика новин - გამოქვეყნებული ვიდეოების თანახმად, უკრაინელი პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტის წევრი და უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, თადარიგის გენერალი გრიგორი ომელჩენკო ვიქტორ ორბანს და მის ოჯახს დაემუქრა.
„ჩვენ ვიცით, სად ცხოვრობს, სად სძინავს, სად სვამს ლუდსა და ღვინოს, სად დადის, ვის ხვდება და ა.შ.“
ინტერვიუში გრიგორი ომელჩენკო ამბობს, რომ მან ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა: ორგანიზაციას, სახელწოდებით КАРМА (Караючий Меч Арея - „აიპრესი“), ვიქტორ ორბანის მისამართი არ სჭირდებოდა.
„ჩვენ ვიცით, სად ცხოვრობს, სად სძინავს, სად სვამს ლუდსა და ღვინოს (პინოს), სად დადის, ვის ხვდება და ა.შ. ამიტომ, თუ ორბანი არ შეცვლის თავის ანტიუკრაინულ პოზიციას და გააგრძელებს პუტინის სამხედრო დანაშაულების თანამონაწილეობას, გახსოვდეთ, რომ КАРМА არასდროს აპატიებს ცოდვებს. КАРМА-ს ვერ გაექცევი, ვერ დაემალები და მას მილიარდებით ვერ იყიდი. საერთაშორისო სამართლის ნორმების და უკრაინის სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, ორბანი არის უკრაინის, უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პუტინის სამხედრო დანაშაულების მონაწილე და ომის პერიოდის კანონების თანახმად, ისევე, როგორც პუტინი ექვემდებარება ფიზიკურ განადგურებას. ორბანმა უნდა იფიქროს თავის ხუთ შვილსა და ექვს შვილიშვილზე“- განაცხადა გენერალმა.
ვიქტორ ორბანმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის ქალიშვილებთან ტელეფონით საუბრობს.
„ახალ ამბებში, ალბათ, ნახავთ, რომ უკრაინელები არა მხოლოდ მე, არამედ თქვენც, ჩემს შვილებს, ჩემს შვილიშვილებსაც დაემუქრნენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საუბრის დროს და დასძინა:
„მხოლოდ იმისთვის გირეკავთ, რომ არ შეგეშინდეთ. თუ რამე რიგზე არ არის ან რამეს შეამჩნევთ, შემატყობინეთ. ეს სერიოზულია, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეთ. ფრთხილად იყავით“.
ვიდეოს ბოლოს ვიქტორ ორბანმა განმარტავს:
„ასეთ მომენტებში ოჯახი შეიკვრება. ისინი კარგად არიან და ყველას ვთხოვე, რომ ამას სერიოზულად მოეკიდონ, მაგრამ არ შეშინდნენ. არ მგონია, რომ შეშინებულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენს ცხოვრებაში უჩვეულოა, ჩვენ გავარკვევთ, როგორ მოვერგოთ სიტუაციას. ჩემი მეუღლე ამაში აუცილებლად ითამაშებს საკვანძო როლს“.




