უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პოლონელი კოლეგის მიერ მის მიმართ ნათქვამს უპასუხა.
„ძვირფასო დონალდ, მე ვარ პასუხისმგებელი უნგრეთსა და უნგრელებზე. თუ ვინმე მათ ზიანს მიაყენებს, ჩემი მოვალეობაა, დავიცვა ისინი. ასე გაგრძელდება. სანამ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნავთობის მიწოდებას არ განაახლებს, ის ჩვენგან არანაირ მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს“, - დაწერა X-ზე ვიქტორ ორბანმა.
Dear Donald,
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) February 21, 2026
I am responsible for the Hungarian people and for Hungary. If anyone harms them, it is my duty to defend them. That is how it will be now as well. As long as President @ZelenskyyUa does not resume the oil shipments, he
should not expect any support from us. https://t.co/hh7OD6WyiI
ეს იყო მისი პასუხი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ადრინდელ ტვიტზე:
„პრემიერ-მინისტრმა ორბანმა ახლახან დაბლოკა უკრაინისთვის ევროპული დახმარება, ხოლო კაჩინსკი ცდილობს დაბლოკოს SAFE (Security Action for Europe „ქმედება ევროპის უსაფრთხოებისთვის“ - „აიპრესი“) ანუ თავდაცვისა და პოლონეთის შეიარაღების ინდუსტრიისთვის განკუთვნილი თანხები. გამოიცანით, ვინ არის ბედნიერი“
თებერვალში, ევროპარლამენტმა სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე უკრაინისთვის სესხის გაცემა დაამტკიცა. ახლა საჭიროა ევროკავშირის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ ოფიციალური დამტკიცება. ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ, ევროკომისია პირველი ტრანშის გაცემას მიმდინარე წლის მეორე კვარტალის დასაწყისში შეძლებს.




