უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ ნიკოლას მადუროს დაკავებას დადებითი გავლენა ექნება მსოფლიოს ენერგობაზარზე და დაამატა, რომ აღნიშნული ნაბიჯის შედეგად აშშ და ვენესუელა ერთობლივად მსოფლიოს ნავთობის რეზერვების თითქმის ნახევარს გააკონტროლებენ.
"აქედან უნგრეთისთვის უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ვენესუელასთან ერთად, აშშ, ჩემი გათვლებით, მსოფლიოს ნავთობის რეზერვების 40-50%-ის გაკონტროლებას შეძლებს." - განაცხადა ორბანმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.
"ეს არის ძალა, რომელსაც უკვე შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ენერგიის მსოფლიო საბაზრო ფასზე... ვხედავ დიდ შანსს, რომ ვენესუელაზე კონტროლის დამყარების შედეგად, ენერგეტიკის მხრივ უნგრეთისთვის უფრო ხელსაყრელი გლობალური ვითარება აღმოცენდება და ეს კარგი ამბავია." - განმარტა ორბანმა.







