"საქართველოს მმართველი პარტია რუსეთზე მუშაობს", – ასე ეხმიანება უკრაინელი დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება გამოაცხადა. თამაში დამთავრდა - საქართველოს მმართველი პარტია რუსეთზე მუშაობს. წინადადებით გამოვალ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) არ მოხდეს საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების აღიარება. მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს”, - წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.