უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ოთხშაბათის დასაწყისიდან უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის რეგიონში 100-ზე მეტი რუსი სამხედრო აიყვანეს ტყვედ და 1-2 კილომეტრით დაწინაურდნენ.
„დღის დასაწყისიდან ჯარები გარკვეული მიმართულებებით (კურსკის რაიონში ) დაწინაურდნენ 1-დან 2 კილომეტრამდე. სუჯაში მტრის ძებნა-განადგურება დასრულდა. დღის დასაწყისიდან ტყვედ ჩავარდა მტრის 100-ზე მეტი სამხედრო“, - თქვა სირსკიმ პრეზიდენტ ზელენსკისადმი მოხსენებაში.