აშშ უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას გადასცემს, - ამის შესახებ The New York Times აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

NYT-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის კიდევ ერთი Patriot-ის სისტემის გადაცემის გადაწყვეტილება გასულ კვირას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ გამართული მაღალი დონის შეხვედრებისა და შიდა დებატების შემდეგ მიიღო.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ Patriot-ის სისტემა ფრონტის ხაზზე შეიძლება, მომდევნო რამდენიმე დღეში განთავსდეს.

მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა უკრაინისთვის Patriot-ის კიდევ ერთი სისტემის გადაცემის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში თქვა, რომ უკრაინას რუსეთის თავდასხმებისგან დასაცავად Patriot-ის სულ მცირე, შვიდი სისტემა სჭირდება.