რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა სამშაბათს, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მზადაა განიხილოს უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო სისტემის გაგზავნა. ამის შესახებ Reuters წერს.

ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც გერმანიამ ევროკავშირისა და  NATO-ს წევრ ქვეყნებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო დისკუსია იმის შესახებ, თუ ვის შეეძლო უკრაინაში Patriot-ის სისტემების გაგზავნა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს აღნიშნა... ჩვენი შეხვედრის დროს და მე ვთქვი, რომ ღია ვარ დისკუსიისთვის. მე ეს თავდაცვის უმაღლეს საბჭოსთან უნდა განვიხილო, რათა ვნახოთ, რა შეგვიძლია შემოგთავაზოთ და რისი მიღება შეგვიძლია სანაცვლოდ, რადგან მიუღებელია რუმინეთის საჰაერო თავდაცვის გარეშე დატოვება." - აღნიშნა იოჰანისმა.