ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში ოსლოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ სამეფო სახლის პრესსამსახურმა განაცხადა.

„მეფე ჰარალდ V გარდაიცვალა. ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ, რომ მისი უდიდებულესობა მეფე ჰარალდი დღეს გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამეფო სახლმა დასძინა, რომ მონარქი „მშვიდად განისვენა“ ოსლოს საავადმყოფოში. ის ადგილობრივი დროით დილის 6:35 საათზე გარდაიცვალა.

ერთი დღით ადრე სამეფო პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მონარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, სამეფო ოჯახის წევრებმა ოფიციალური ღონისძიებები გააუქმეს და საავადმყოფოში შეიკრიბნენ.

89 წლის ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 17 აგვისტოს საავადმყოფოში გადაიყვანეს ინფექციისა და ჰემოლიზური ანემიის გართულებების გამო. მას შემდეგ ის საავადმყოფოში რჩება. 27 აგვისტოს სამეფო სახლმა გამოაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და შეფასდა, როგორც „ძალიან სერიოზული“. გლუკქსბურგების დინასტიის მეფე 1991 წლიდან მეფობდა. ტახტზე მისი 53 წლის ვაჟი, ჰააკონი ავიდა.