კვირას დილით ადრე, ნიუ-იორკში, ხალხმრავალ კლუბში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა. შემთხვევა წელს ნიუ-იორკში იარაღით ძალადობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებლის ფონზე მოხდა, - წერს „ასოშეიტედ პრესი“.
გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ მსროლელმა ან მსროლელებმა ბრუკლინის კრაუნ ჰაითსის უბანში, Taste of the City Lounge-ში, დაახლოებით დილის 3:30 საათზე „კამათის“ შემდეგ ცეცხლი რამდენიმე იარაღიდან გახსნეს, - განუცხადა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის კომისარმა, ჯესიკა ტიშმა ჟურნალისტებს.
ნიუ-იორკში საშინელი სროლა მოხდა. პოლიცია იკვლევს შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მინიმუმ 36 ვაზნას, ასევე ახლომდებარე ქუჩაზე აღმოჩენილ ცეცხლსასროლ იარაღს, - განაცხადა ჯესიკა ტიშმა.
მისი თქმით, სროლის შედეგად დაჭრილები - რვა მამაკაცი და სამი ქალი - საავადმყოფოებში იმყოფებიან სიცოცხლისთვის უხიფათო დაზიანებებით. მსხვერპლთა ასაკი 27-დან 61 წლამდე მერყეობს.
სროლა ნიუ-იორკში იარაღით ძალადობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებლის ფონზე მოხდა.
„წელს, შვიდი თვის განმავლობაში, ნიუ-იორკში სროლისა და სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს“, - თქვა მან და დასძინა:
„მადლობა ღმერთს, რომ ასეთი შემთხვევები ანომალიაა. ის, რაც დღეს დილით მოხდა, რა თქმა უნდა, საშინელებაა, მაგრამ ჩვენ გამოვიძიებთ და გავარკვევთ, რა მოხდა“.




