სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით სანკტ პეტერბუგრს ეწვია.

ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

დღეს ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში, ხვალ კი დსთ-ს სახელმწიფოების მეთაურების არაფორმალური სამიტი გაიმართება.

როგორც სომხური მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

თარგმანი: პირველი არხი