სომხეთის ტერიტორიები აზერბაიჯანის ოკუპაციის ქვეშაა, ხოლო მათი ტერიტორიები ნაწილობრივ ჩვენი ოკუპაციის ქვეშაა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წარმოდგენისას არსებობს პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია სწორედ ამ ფაქტთან.
ფაშინიანმა დასძინა, რომ უფრო კონკრეტული დასკვნისთვის აუცილებელია დელიმიტაცია.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ტრამპის გზის“ მშენებლობა 2026 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.
„რკინიგზა საბჭოთა ეპოქის რკინიგზის მარშრუტს გაივლის, რადგან ნებისმიერი სხვა მარშრუტი არარეალური იქნებოდა. გაზსადენი გაცილებით ჩრდილოეთით განთავსდება. ელექტროგადამცემი ხაზებიც გაცილებით ჩრდილოეთით განთავსდება. ამჟამად გაურკვეველია, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები სიუნიქიში დარჩება, თუ ვაიოცძორის რეგიონზე გაივლის. რუკაზე ყველაფერი კარგად ჩანს, მაგრამ რელიეფი მოთხოვნებს განსაზღვრავს“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
თარგმანი: პირველი არხი








