"პირმა, რომელიც კათოლიკოსია, დაარღვია უქორწინებლობის აღთქმა და ჰყავს შვილი და, ზოგიერთი წყაროს თანახმად, შვილებიც" 

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

„შეურაცხყოფა იმაში მდგომარეობს, რომ კტრიჩ ნერსისიანმა სომხეთის სულიერი ცხოვრება ჩიხში შეიყვანა და, არსებითად, კათოლიკოსის საქმიანობა ექსპორტად, იმპორტად, ფულის განაწილებად, ყიდვა-გაყიდვად აქცია.

შეურაცხყოფა ის არის, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.