სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სატელეფონო საუბარში აცნობა, რომ 23 ნოემბერს მინსკში დაგეგმილ "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" (ОДКБ) სამიტში მონაწილეობას ვერ მიიღებს, - იუწყება სომხეთის მთავრობის პრესსამსახური.

მისი ცნობით, საუბარი ბელარუსის ინიციატივით გაიმართა.

„მათ განიხილეს 23 ნოემბერს მინსკში ОДКБ–ს საბჭოს სხდომის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ბელარუსის პრეზიდენტს აცნობა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს“, - აცხადებენ სომხეთის მთავრობის პრესსამსახურში.

მისივე ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორები გაგებით მოეკიდებიან ამ გადაწყვეტილებას.