ამის შესახებ ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იუსუფ ტუგარმა Channels Television’s განუცხადა გადაცემაში Politics Today.

ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აძლიერებს ზეწოლას აფრიკის ქვეყნებზე, რათა მიიღონ დეპორტირებული ვენესუელელები და  განაცხადა, რომ ნიგერიისთვის ეს რთული იქნება.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ნიგერიისთვის დაწესებულ ახალ 10%-იან ტარიფებს შესაძლოა არაფერი ჰქონდეს საერთო პრეზიდენტ ბოლა ტინუბუს შეხვედრას ბრიქსის ქვეყნების ლიდერებთან (იგულისხმება ბოლა ტინუბუს დასწრება და სიტყვით გამოსვლა ბრაზილიის დედაქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ამ დღეებში გამართულ გლობალური სამხრეთისა და ბრიქსის ქვეყნების მე-17 შეხვედრაზე და იანვარში ნიგერიის ბრიქსთან ქვეყანა-პარტნიორის რანგში მიერთება - „აიპრესი„).

„ტარიფების საკითხი შესაძლოა სულაც არ იყოს დაკავშირებული ბრიქსში  მონაწილეობასთან“ და „ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ აშშ მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს აფრიკის ქვეყნებზე, რათა მიიღონ აშშ-დან დეპორტირებული ვენესუელელები, მათგან ზოგიერთი კი პირდაპირ ციხიდან“, - განაცხადა ტუგარმა და დასძინა:

„ნიგერიის მსგავს ქვეყანას გაუჭირდება ვენესუელელი პატიმრების ნიგერიაში მიღება. პრობლემები ჩვენიც საკმარისი გვაქვს“, ჩვენ ვერ მივიღებთ დეპორტირებულ ვენესუელელებს, ჩვენ მათ გარეშე „უკვე 230 მილიონი ვართ“.

ტრამპმა აშშ-ში ექსპორტზე განხორციელებულ ნიგერიულ საქონელზე 10%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ განაცხადა, რაც ბევრის აზრით, მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც ტინუბუ ტრამპის მუქარის შემდეგ ბრაზილიაში ბრიქსის სამიტს დაესწრო.  

სამშაბათს, აშშ-ის საელჩომ  ნიგერიელებისთვის სავიზო შეზღუდვები გამოაცხადა, რაც ვიზის მოქმედების ვადის ხანგრძლივობის შემცირებაში გამოიხატება.

მტკიცება, რომ ახალი სავიზო პოლიტიკა ორმხრივობის პრინციპზეა დაფუძნებული, მცდარია. ერთადერთი განსხვავება, რაც არსებობდა, იყო ნიგერიის მიერ დაზოგვის მიზნით ელექტრონული ვიზების შემოღება. ჩვენ გვაქვს ვიზების სხვადასხვა კატეგორია და იმ ადამიანებს, რომლებიც ნიგერიაში პირველად ჩამოდიან ტურისტებად,  90-დღიან ვიზებს ვაძლევთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ამერიკელს მხოლოდ 90-დღიანი ვიზა ეძლევა. ჩვენ ამერიკელებს ვაძლევთ და ბევრ ამერიკელს აქვს გრძელვადიანი ვიზა. ეს არ არის დაფუძნებული ორმხრივობაზე, - თქვა მინისტრმა.

ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შეხვდა დასავლეთ აფრიკის ხუთი ქვეყნის პრეზიდენტს და მათ შორის არ იყო ნიგერიის პრეზიდენტი ბოლა ტინუბუ, - წერს ნიგერიული ყოველდღიური გაზეთი Punch.