2023 წელს მომხდარი ტრაგედიის მიზეზები, რომელსაც ნიდერლანდების სამართალდამცველები იძიებდნენ, დადგენილია. ცოლ-ქმარი მოწამლული ჯინით გარდაიცვალა, რომელის მაღაზიაში შეიძინეს. 

როგორც ბელგიური გამოცემა იუწყება, ერთი ჭიქა ჯინის დალევის შემდეგ, კაცი შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. მოგვიანებით, იგივე სიმპტომები დაეწყო ცოლსაც. სამწუხაროდ, ვერც მისი გადარჩენა მოხერხდა. დადგინდა, რომ სასმელი ამფეტამინს შეიცავდა.